baraka.ge 2

„გიფიქრიათ, როგორ ურთიერთობს ნიადაგი მცენარესთან და როგორ გამოვიყენოთ მიწის რესურსი ეფექტიანად?“ – ამ შეკითხვით იწყება აგროკომპანია „ბარაქას“ ვლოგი, სადაც ნიადაგისა და მცენარეთა კვების სპეციალისტი, გვანცა ბოჭორიშვილი გვიყვება, თუ რა ახდენს გავლენას ნიადაგის ნაყოფიერებაზე და როგორ მოვუაროთ ისე, რომ ათწლეულების მანძილზე ნიადაგმა ისევ შეძლოს ჩვენთვის ფუნქციონირება. 

ეს „ბარაქას“ ახალი პროექტის – „გავუფრთხილდეთ მიწა-წყალს“, პირველი ვლოგია, რომელიც მიზნად ისახავს ფერმერებისთვის ნიადაგის შესახებ მეცნიერული ცოდნის გაზიარებას და გაანალიზებას, რომ მოსავალზე ზრუნვა ნიადაგზე ზრუნვით იწყება. 

კომპანიის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელის, თეო მამულაშვილის თქმით, ვლოგები სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით მზადდება და ამ მხრივ, პროექტი უნიკალურია: 

„მამაპაპისეული გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია გვქონდეს მეცნიერული ცოდნა, რომელიც ხანგრძლივ კვლევებზეა დაფუძნებული და გამყარებულია არგუმენტებით. დღეს, ქართულ ინტერნეტსივრცეში მსგავსი რესურსი თითქმის არ გვხვდება, ამიტომაც ბარაქამ გადაწყვიტა საკუთარ თავზე აიღოს ეს მისია და ფერმერებს გაუზიაროს არამხოლოდ მცენარის ზედაპირული მოვლის წესები, არამედ სიღრმისეულად შევასწავლოთ ნიადაგზე ზრუნვის პრინციპები – ფიზიკური, ქიმიური თუ ბიოლოგიური ფაქტორების გავლენა, ნიადაგში არსებული ელემენტების ხელმისაწვდომობა, სასარგებლო თუ პათოგენი მიკროორგანიზმების როლი კულტურებზე და ა.შ. 

ამ ვიდეო რჩევების ნახვის შემდეგ მიხვდებით, რა ვნებს ნიადაგს და რა აკარგვინებს ან ზრდის მის ნაყოფიერებას. 

იმისთვის, რომ მიწამ კიდევ დიდხანს შეძლოს ბუნებრივი პროდუქტით ჩვენი მომარაგება, უნდა გავუფრთხილდეთ ნიადაგს, გავიაზროთ მისი რესურსი და გამოვიყენოთ სწორად“, – ამბობს თეო მამულაშვილი. 

ვიდეოები კვირაში ერთხელ, ბარაქას Youtube არხზე განთავსდება. აღნიშნული პროექტის გარდა, კომპანია გვთავაზობს Youtube -ზე აგრონომების ვიდეო რჩევებს, სადაც გამოცდილი სპეციალისტები სხვადასხვა კულტურის მოვლის შესახებ გვიზიარებენ ინფორმაციას. 

Ბარაქას ახალი ვიდეოების სანახავად გამოიწერეთ YOUTUBE არხი: https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A | www.baraka.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი - https://www.youtube.com/@baraka.georgia2230