mtavari foto

თხილის ბაღების გაშენებისას, ფერმერებისთვის მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ მაღალი ხარისხისა და უხვი მოსავლის მისაღებად ხშირად დიდი ფინანსური დანახარჯების გაწევა უხდებათ; იმდენად დიდი ფინანსური დანახარჯების, რომ გაწეული შრომა და გაყიდული მოსავლიდან შემოსული სარგებელი არარენტაბელურია. დღევანდელ სტატიაში შევეცდებით, რომ თხილის ბაღების მოვლა-პატრონობის სწორ მეთოდებზე ვისაუბროთ  და ისეთი რჩევები გაგიზიაროთ, რომლებიც მაქსიმალურად მცირე დანახარჯებით და ყველა საჭირო აგროტექნოლოგიების გათვალისწინებით ბარაქიანი მოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

პირველ რიგში, ვისაუბროთ თხილის სწორად გასხვლა-ფორმირებაზე:

ქართველ ფერმერებთან მრავაწლიანმა თანამშრომლობამ და თხილის ბაღებზე უწყვეტმა დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ საქართველოში, ხშირად არასწორი მეთოდით ისხვლება თხილი. უფრო რომ ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს, არ ხდება ბუჩქში დედატოტების სწორად გადანაწილება და მათი რაოდენობის სათანადოდ შერჩევა, ასევე,  რიგ შემთხვევებში, არასწორად იჭრება ტოტებიც. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, სხვადასხვა მავნებლებისა და დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ბუჩქში დედატოტების განახლება 3-4 წელიწადში ერთხელ ხდება, შესაბამისად, მცენარე მუდმივად ახალგაზრდა რჩება და ვერ შედის სრულ მსხმოიარობაში, რაც მოსავლის ნაკლებ პროდუქტიულობასა და დაბალ ხარისხს განაპირობებს.

თხილის გასხვლისას გასათვალისწინებელია:

UimkTg4HdM5VP3t oeRSWMx0EZS0ZSdeZ5ChMboVZsClICjKa4eF68GxCxXY Xoc ThHCoP9Ijs4Uj8ctPl cdqdn0P6ikJqlP2zVaIqBymVwzDmvgd3PcXfVuRlgg

ჩვენი გამოცდილებით, თხილის გასხვლისას გასათვალისწინებელი ფაქტორებია: ჯიშის თავისებურება, კლიმატური პირობები და მცენარის კვების არე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად ვაკონტროლოთ მცენარის სიმაღლე, საჭიროებისამებრ გამოვჭრათ ხოლმე ჩამახშირებელი ტოტები და სწორად გავსხლათ თხილი, ეს ყველაფერი დაგვეხმარება იმაში, რომ ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი სანაყოფე ნაზარდები მივიღოთ. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ თხილის სწორი გასხვლა-ფორმირება ეფექტური და იაფი გზაა მცენარის პროდუქტიულობის გასაზრდელად და მისი იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

დედატოტების ოპტიმალური რაოდენობა

ბუჩქში დედატოტების რაოდენობა მცენარის კვების არეს მიხედვით უნდა შევარჩიოთ. კვების არეს განაპირობებს ის, თუ რა მანძილით არის დაშორებული ბაღში მცენარეები და რიგები ერთმანეთისგან. მაგალითად ბაღში, რომელიც გაშენებულია 4X4-ზე შეუძლებელია, რომ ბუჩქში გვქონდეს 10-12 დედატოტი და მცენარემ შეძლოს სასიცოცხლო პროცესების ნორმალურად წარმართვა, რადგან ასეთ დროს, მცენარეს არ ჰყოფნის კვების არე და ვერც საკმარისი რაოდენობის საკვებ ნივთიერებებს იღებს ნიადაგიდან იმისათვის, რომ დედატოტი ასაზრდოოს და სანაყოფე ნაზარდების განვითარება უზრუნველყოს. ასეთ შემთხვევაში არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი მოსავალი მცირე იქნება. უმჯობესია 4×4-ზე გაშენებულ ბაღებში დედატოტების რაოდენობა არ აღემატებოდეს სამ-ოთხს, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიწის პირზე დედატოტებს შორის დაშორება 15-20 სმ იყოს, რათა თავიდან ავირიდოთ მათ შორის მაღალი კონკურენცია. თუ ბაღი 6×5-ზეა გაშენებული შეგვიძლია ერთით მეტი დედატოტი ვამუშაოთ (4-5) და ასეთი პრინციპით ვიხელმძღვანელოთ.

 როგორ მივცეთ ბუჩქს სწორი ფორმა?

საკარმიდამო ნაკვეთებში უმეტესად ძალიან მაღალი ბუჩქები გვხვდება. ხშირად გვეკითხებიან, თუ რატომ უნდა ვაკონტროლოთ თხილის ბუჩქის სიმაღლე, პასუხი მარტივია: 3-3.5 მეტრზე მაღალი ბუჩქების შემთხვევაში, ქვედა იარუსები დაჩრდილულია, მზე თითქმის არ ხვდება ამ ადგილებს და შესაბამისად, დედატოტებზე სანაყოფე ნაზარდები და კვირტები ვერ ვითარდება.  შედეგად, ბუჩქს მსხმოიარე ზონა მხოლოდ კენწეროში აქვს, თავად დედატოტების ქვედა იარუსი კი მოშიშვლებული რჩება. თხილი მოსავალს წინა წლის ნაზარდზე იძლევა, შესაბამისად, ვეგეტაციის განმავლობაში მოსავლის გარდა აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენმა მცენარემ რაც შეიძლება მეტი  ნაზარდი განივითაროს, რაზეც მომავალი წლის მოსავალი იქნება დამოკიდებული. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ უმჯობესია პროდუქტიული ტოტები თანაბრად იყოს გადანაწილებული ყველა იარუსზე, ეს განაპირობებს უფრო მეტი სანაყოფე ნაზარდის განვითარებას და შესაბამისად – უხვ მოსავალს.

ნიადაგის განოყიერება

M9Zr6ZidZjmeC6dhxjmrvTPQoIb98L6tPDZfFdIF1h7zPX0cUOzd1VWMZ9ZQSOaS0Y4Obnv0 n3UHr

ახლა ვისაუბროთ თხილის ბაღის საკვები ელემენტებით უზრუნველყოფაზე. თემა აქტუალურია, რადგან როგორც მოგეხსენებათ გასულ წელთან შედარებით 2022 წელს სასუქების ფასები ძალიან გაიზარდა. თხილის დაბალი ფასის გათვალისწინებით ფერმერებს აღარ უღირთ მომატებული ფასის ფონზე სასუქების შეძენა, რაც გარკვეულწილად ამართლებს მათ პოზიციას, თუმცა ყველა მცენარისთვის რომ აუცილებელია ორგანულ-მინერალური საკვები ელემენტები ამაზე არ ვდაობთ.

მნიშვნელოვანია ასეთ სიტუაციაში ვეძებოთ გამოსავალი, რა უნდა გააკეთოს ფერმერმა, რომლის ძირითადი შემოსავალი თხილის რეალიზებაა და მან ვერ მოახერხა სასუქის შეძენა. ფოთლოვანი გამოკვება ამ დროს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ქართულ ბაზარზე არსებული ყველაზე ეფექტური და იაფი საშუალებაა – პოლარის პროფ გელი. მცენარე ფენოლოგიური ფაზების მიხედვით განსხვავებულ მოთხოვნილებას უყენებს კონკრეტულ საკვებ ელემენტებს. მაგალითად: ვეგეტაციის ადრეულ ეტაპზე მნიშვნელოვანია ფესვთა სისტემის სტიმულირებისთვის მცენარეს საკმარისი რაოდენობით ჰქონდეს ფოსფორი, მაშინ როდესაც თხილი მიმდინარე წლის ნაზარდის გაკეთებას დაიწყებს აუცილებელია აზოტით უზრუნველყოფა, ხოლო როდესაც ნაყოფი ჩამოყალიბდება, გულის შევსების მომენტში მცენარე დიდ მოთხოვნას აყენებს კალიუმის მიმართ.  ჟელე სასუქების მრავალფეროვნება კი საშუალებას გვაძლევს ვეგეტაციის სხვადასხვა ეტაპზე სწორედ ის საკვები ელემენტი მივაწოდოთ მცენარეს, რომელიც მას სჭირდება. მაგალითად, პოლარის პროფ გელი 16:65:15 შეგვიძლია გამოვიყენოთ ვეგეტაციის ადრეულ ეტაპზე, პროფ გელი 28:28:28 შეგვიძლია გამოვიყენოთ მთელი ვეგეტაციის განმავლობაში ნაყოფის ფორმირებამდე, პროფ გელი 20:10:55 კი ნაყოფის ფორმირებისას, რათა გავზარდოთ გამოსავლიანობა და ნაყოფის ხარისხი.

მაკროელემენტების გარდა თხილის კულტურის ნორმალურ ზრდა-განვითარებაში დიდი როლი აქვთ ასევე მეორად მაკროელემენტებსა და მიკროელემენტებს, რომლებიც მცენარის სხვადასხვა ფიზიოლოგიური პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფენ. აზოტის ფოსფორისა და კალიუმის გარდა დამატებით სწორედ ამ ელემენტებს შეიცავს პოლარის პროფ გელი: მაგნიუმი, რკინა, მანგანუმი, თუთია, სპილენძი, ბორი და მოლიბდენი.

ზემოთ მოყვანილი რჩევები და რეკომენდაციები დაგეხმარებათ, რომ თხილის ბარაქიანი მოსავალი მაქსიმალურად მცირე დანახარჯებით მიიღოთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ ამ რჩევების გათვალისწინებასთან ერთად, მაღალი ხარისხის აგროქიმიკატების გამოყენება და გამოცდილი აგრონომების უშუალო ჩართულობა კიდევ უფრო შეგიწყობთ ხელს უხვი მოსავლის მიღებაში. მსგავსი სერვისით სარგებლობისთვის კი შეგიძლიათ აგროკომპანია ბარაქას მიმართოთ

დაგვიკავშირდით 0322044449 | WWW.BARAKA.GE

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი – https://www.youtube.com/@baraka.georgia2230

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი - https://www.youtube.com/@baraka.georgia2230