სიმინდი

ნებისმიერ მცენარეში და განსაკუთრებით კი სიმინდის კულტურაში ყველა აუცილებელ მაკრო ან მიკროელემენტს შორის, მცენარეს მოლიბდენი (Mo) ყველაზე მცირე რაოდენობით სჭირდება, თუმცა მისი როლი აზოტის ათვისებაში ძალიან დიდია.

მოლიბდენი აუცილებელია იმ ორი მნიშვნელოვანი ფერმენტის სინთეზისთვის, რომლებიც მონაწილეობენ აზოტის ნიტრატული ფორმიდან  ნიტრიტულ ფორმაში გადასვლაში. მას უკეთესად ითვისებს მცენარე, თუ ნიადაგის pH aრის 6.3-ზე მეტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი pH 6.3-ზე ნაკლებია, მოლიბდენი ნაკლებად ათვისებადი ხდება.

მოლიბდენი მონაწილეობს ნიტრატის (NO3-) ნიტრიტამდე (NO2-) გარდაქმნის პროცესში (პირველი ნაბიჯი ამინომჟავებისა და ცილების სინთეზში). შესაბამისად, თუ გვინდა მცენარეში გავზარდოთ აზოტის შეთვისების და გამოყენების პროცესი, მოლიბდენი ამისთვის შესაბამისი ელემენტია.

ვინაიდან მოლიბდენის დეფიციტი იწვევს აზოტის აუთვისებლობას, მისი ნაკლებობის სიმპტომები ჰგავს აზოტის დეფიციტის სიმპტომების.

22 marti.jpg შიდა ფოტო

გაითვალისწინეთ, რომ 1 ჰექტრიდან აღებულ საშუალოდ 16 ტონამდე მოსავალს ნიადაგიდან გამოაქვს 800-900 გრამი მოლიბდენი, შესაბამისად ხარისხიანი და უხვი მოსავლის მისაღებად აუცილებელია ვეგეტაციის პერიოდში მოლიბდენის შემცველი სასუქის გამოყენება. ბარაქა გთავაზობთ პოლონური კომპანია ადობის სასუქს „ADOB მოლიბდენი 8.1%“ https://bit.ly/3qohWHL

კონსულტაციისა და თანამშრომობისთვის დაგვიკავშირდით 0322044449 | WWW.BARAKA.GE

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი – https://www.youtube.com/@baraka.georgia2230

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი - https://www.youtube.com/@baraka.georgia2230