299879073 568342631754206 2201486269431932054 n

აგროკომპანია ბარაქა მევენახეებისთვის ღია კარის დღეს გამართავს. შეხვედრა ყვარელში, 30 აგვისტოს, 17:00 საათზე შედგება.

ბარაქამ უკვე რამოდენიმე წელია მევენახე ფერმერებს დაუმტკიცა, რომ ვენახის მოყვანა შესაძლოა ღირდეს უფრო იაფი და ეს მათი მთავარი პრობლემა აღარ არის.  ღია კარის დღის ფარგლებში, მსმენელები გაეცნობიან სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხს, რაც მევენახეებს პრობლემების, სირთულეებისა თუ დაბრკოლებების მარტივად აღმოფხვრასა და მოგვარებაში დაეხმარება.

გარდა ამისა, ფერმერები გაეცნობიან, თუ როგორ მიიღონ 3 000 ლარიდან 10 000 ლარამდე ღირებულების აგრომომსახურება საჩუქრად კომპანია “ბარაქასგან”. 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება 20-მდე ვაკანსია, რომელსაც „ბარაქა“ პროფესიონალ, აგრონომიით დაინტერესებულ და საქმეზე შეყვარებულ ადამიანებს სთავაზობს.

რაც მთავარია, ღია კარის დღე გამორჩეული იქნება ყველა ფერმერისთვის, რადგან მათ მიეცემათ შესაძლებლობა გაიგონ სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი ამბები, სიახლეები, და ის მცირე დეტალები, რომლებიც შესაძლოა უდიდეს გავლენას ახდენენ მოსავლის ნაყოფიერებაზე.

ღია კარის დღეზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ ფერმერს, ამისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია https://forms.gle/ByjWA1n6KDxbhYcP6  ან დაკავშირება შემდეგ ნომერზე : 0322044449

ბარაქა – გამოცდილება უხვი მოსავლისთვის | WWW.BARAKA.GE

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი – https://www.youtube.com/@baraka.georgia2230

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი - https://www.youtube.com/@baraka.georgia2230