mimwebebeli statia 2

რა არის დამხმარე ნივთიერება მიმწებებელი?

პესტიციდების უმეტესობას ხშირად ისეთ დამხმარე ნივთიერებებს უმატებენ, რომლებიც აძლიერებენ ან აუმჯობესებენ მათ მოქმედებას. მიმწებებელი, იგივე დამხმარე ნივთიერება შემასხურებლიდან წვეთის გავრცელებას აუმჯობესებს, რის შედეგადაც  ფოთოლი  უკეთ სველდება. წყლისთვის დამახასიათებელია ზედაპირული დაჭიმულობა, რის გამოც წვეთი იღებს სფერულ ფორმას შესაბამისად, ვერ ხერხდება ფოთლის მთლიანი ზედაპირის დაფარვა. დამხმარე ნივთიერებები ამცირებენ წყლის დაჭიმულობას და წვეთს უფრო ფართოდ შლიან ფოთლის ზედაპირზე.   

მიმწებებელი, დამხმარე ნივთიერება ელექტრული მუხტის მიხედვით კლასიფიცირდება,  კერძოდ:

  • ანიონური (უარყოფითი მუხტი) – უმეტესად გამოიყენება კონტაქტურ პესტიციდებთან ერთად.
  • კათიონური (დადებითი მუხტი) – იშვიათად იყენებენ, ხშირ შემთხვევაში ავლენს ფიტოტოქსიკურობას.  
  • არაიონური (მუხტის გარეშე) – უფრო ხშირად გამოიყენება სისტემურ პრეპარატებთან ერთად, პრეპარატს ეხმარება შეაღწიოს მცენარის ქსოვილებში. ყველაზე ხშირად გამოიყენება ამ ტიპის დამხმარე ნივთიერებები წამლობებისას.  

რომელ პრეპარატებთან ერთად შეიძლება მიმწებებლის გამოყენება?

მიმწებებლების გამოყენება სასურველია ფუნგიციდებთან, ინსექტიციდებთან, ჰერბიციდებთან და ზოგიერთი ფოლთოვანი გამოკვების პროდუქტებთან ერთად.

ფუნგიციდებთან ერთად გამოყენებისას იზრდება პრეპარატის ეფექტურობა, ნარევით თანაბრად  იფარება მცენარის მთლიანი ზედაპირი, სისტემური პრეპარატები მცენარის ქსოვილებში უკეთესად აღწევს და ამცირებს წვიმით ჩამორეცხვის რისკს. კონტაქტური პრეპარატის გამოყენებისას კი უმნიშვნელოვანესია, რომ მცენარის მთლიანი ზედაპირი დაიფაროს, რადგან ამ ტიპის ფუნგიციდები მოქმედებენ ლოკალურად, სადაც ხსნარი მოხვდება და არ იჭრებიან მცენარის ქსოვილებში. მიმწებებლის გამოყენებისას კი ხსნარი თანაბრად ნაწილდება და ზრდის პრეპარატის ეფექტურობას სოკოვანი დაავადების მიმართ.

ინსექტიციდებთან ერთად მიმწებებლის გამოყენება ზრდის მომზადებული ხსნარის ეფექტურობას. მცენარის მიწისზედა ნაწილები უკეთესად სველდება. ხშირად გამოიყენება მცენარეული ზეთის ფუძეზე დამზადებული ზედაპირულად აქტიური არაიონური ნივთიერებები ინსექტიციდებთან ერთად, რადგან ისინი ავლენენ ინსექტიციდურ თვისებებსაც. მათი მოქმედების მექანიზმი არის მექანიკური ხასიათის, იწვევს მავნებელის სასუნთქი გზების გადაკეტვას.

ჰერბიციდების გამოყენება მიმწებებლთან ერთად ყველაზე გავრცელებულია, განსაკუთრებით მახვილფოთლოვანი სარეველების წინააღმდეგ ბრძოლისას. მახვილფოთლოვან სარეველებზე მომზადებული ხსნარი კარგად არ ნაწილდება და ხშირად შესხურებული წვეთები მცენარეზე არც ჩერდება, რაც რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება პრეპარატის ეფექტურობაზე. ასევე ტოტალურ ჰერბიციდთან ერთად გამოყენება შედეგს გაცილებით სწრაფად იძლევა.

მიმწებებელი მნიშვნელოვნად ზრდის წამლობების ეფექტურობას, რაც შემდგომ განაპირობებს მაღალ და ხარისხიან მოსავალს.

ქართულ ბაზარზე ყველაზე ბიუჯეტური და ეფექტური გადაწყვეტილებაა ესტონური წარმოების პრეპარატი – ფესტივალი.

კონსულტაციისათვის დაუკავშირდით ბარაქას WWW.BARAKA.GE | 0322044449