299105985 771881377471365 2247747415316782548 n

30 აგვისტოს, 17:00 საათზე, ყვარელში კომპანია “ბარაქას” ორგანიზებით დაგეგმილია მევენახეთა ღია კარის დღე.

ღონისძიებაზე განხილულ იქნება სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მევენახეებს პრობლემების, სირთულეებისა თუ დაბრკოლებების მარტივად აღმოფხვრასა და მოგვარებაში დაეხმარებათ.

ხშირად ფერმერთათვის ვენახის მოვლა და მოყვანა დიდ თანხებთან ასოცირდება, მაგრამ ბარაქას გუნდის დახმარებით ეს ყველაფერი გაცილებით იაფად და ხარისხიანად გამოდის – დეტალებს გაეცნობით უშუალოდ შეხვედრაზე.

ასევე გაგაცნობთ, თუ როგორ შეიძლება მიიღოთ 3 000 ლარიდან 10 000 ლარამდე ღირებულების აგრომომსახურება საჩუქრად კომპანია “ბარაქასგან”

“ბარაქა” ზრუნავს არამარტო ფერმერებზე, არამედ აგრონომიით დაინტერესებულ სხვა პირებზეც და გთავაზობთ 20-მდე ვაკანსიას, რომლებსაც შეხვედრაზე დეტალურად განვიხილავთ.

ღია კარის დღე იქნება გამორჩეული თითოეული სტუმრისათვის, რადგან გეძლევათ შესაძლებლობა გაიგოთ სოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანესი ამბები და სიახლეები.

დასწრება შეუძლია ნებისმიერ ფერმერს, აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია

დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 04 44 49 ან გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/ByjWA1n6KDxbhYcP6